ვიდეოში ასახული პირი არასრულწლოვანია - ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

შს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტია ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ვიდეოში ასახული პირი არასრულწლოვანია.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არასრულწლოვნის მშობელი იმყოფება პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.

✕