„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
პოლიციელებზე თავდასხმაში დადანაშაულებულ პირებს ბრალი დღეს ოფიციალურად უნდა წარედგინოთ, მოგვიანებით კი მათთვის აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო გადაწყვეტს.
შემთხვევა გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რამდენიმე მოქალაქე სამართალდამცველებს თავს დაესხა - სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული.
დაკავებულია 5 ადამიანი - მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.