რა ხდება ამ წუთებში გონიოში, სადაც კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა
1752758689
პოლონეთიდან საქართველოსა და მოლდოვის 40 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთმა ევროპულ სასაზღვრო სამსახურთან თანამშრომლობით იძულების წესით გააძევა ქვეყნიდან 40 ადამიანი – საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქე.
მათი დეპორტაცია თვითმფრინავით 15 ივლისს განხორციელდა.
როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში განმარტეს, საქართველოს 20 და მოლდოვის ცხრა მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გათვალისწინებით იყო მიღებული.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი ქართველი, რომელიც პოლონეთიდან სამშობლოში დააბრუნეს, 12-ჯერ არის ნასამართლევი ქურდობისთვის.
დეპორტირებულთა ნაწილი ბრალდებულია მანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვაში და ასევე პოლონეთში ყალბი საბუთებით ჩასვლაში. ზოგიერთი მათგანს ასევე ადანაშაულებენ სხვა მიგრანტების ევროპაში არალეგალურად ჩაყვანის ხელშეწყობაში. საუბარია იმ მიგრანტებზე, რომლებიც პოლონეთში ბელარუსიდან ხვდებიან.