,,მამა-შვილი ვგონივართ... 17 წლის ვიყავი, ანა რომ დაიბადა” - გაიცანით პოპულარული და-ძმა ,,ტიკ-ტოკიდან”

პაატა

და-ძმა ანა და პაატა ფიჩხაიებს ,,ტიკ-ტოკში" უამრავი ადამიანი იცნობს. მათ ვიდეოებს ბევრი მოწონება და გაზიარება აქვს.

ისინი გადაცემაში ,,შუადღე" ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ საუბრობენ:

,,არ მგონია, ჩვენს ვიდეოებს მხოლოდ იუმორის გამო უყურებდნენ. ძალიან ბევრი ემიგრანტი წერს, რომ ოჯახი ენატრება. მგონია, ეს კონტენტი უფრო ,,გავარდა". პირველი ვიდეო ტრენდზე "ჩვენ ვისმენთ და არ განვსჯით" ჩავწერეთ. ერთი ნაწილი რომ გადავიღეთ, ხალხი ითხოვდა, რომ შემდეგიც გადაგვეღო. ახლა, დაახლოებით, 8 ნაწილი გვაქვს გადაღებული. როცა ის ასაკი მქონდა, რომ ურთიერთობები უნდა დამეწყო, ანაც დაიბადა. 25 წელია, შეყვარებული არ მყოლია.

ძირითადად, მამა-შვილი ვგონივართ. არც ერთმა ვიდეოს ჩაწერამ არ გვიშველა. ანა სხვადასხვა ექაუნთით წერს, რომ მამა-შვილი ვართ...

17 წლის ვიყავი, ანა რომ დაიბადა. მან არა მარტო ჩემი, მთლიანად, ოჯახის ცხოვრება შეცვალა. თუ ადრე სახლში იმდენად ხშირად ვერ ვიკრიბებოდით, როცა 2-3 წლის იყო, მთელი ოჯახი წრეზე დავდიოდით და ანა უნდა დაგვეძინებინა. თავიდან ვცდილობდი, უფრო მკაცრი ვყოფილიყავი, მაგრამ არანაირად არ გამომდის. როგორც საუკეთესო მეგობრები, ისე ვართ",- ამბობს გადაცემაში პაატა.