უკრაინას ახალი პრემიერი ჰყავს

იულია სვირიდენკო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი ვიცე-პრემიერის, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა.

სვირიდენკოს კანდიდატურას 450-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ, 262-მა წევრმა მისცა ხმა.

ელექტრონული ხმის შედეგებმა აჩვენა, რომ 22 წევრი ეწინააღმდეგებოდა მის დანიშვნას, 26-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

2021 წლის ნოემბერში სვირიდენკომ ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობები დაიკავა. მისი მონაწილეობით, 2025 წლის მაისში ამერიკასთან სასარგებლო წიაღისეულის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.