ზაალ ანჯაფარიძე

1785064951

ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი შვილობილი კომპანიების გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა "რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.როგორც ანჯაფარიძე წერს, აღნიშნული ფაქტი ევროპაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება და აღნიშნავს, რომ "მილიარდები უკრაინისთვის იხარჯება, შედეგად კი გაკოტრებული კომპანიების რიგები დგება"."ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა და საიმედოობაზე გამოცდილმა გერმანულმა ბატარეების მწარმოებელმა კომპანია Varta AG-მ და მისმა სამმა შვილობილმა კომპანიამ გაკოტრება გამოაცხადეს. ასეა, ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა "რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში", - წერს ანჯაფარიძე.

ხანძარი თბილისში

1784915868

VIDEO: თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე ხანძარია - ვითარება ადგილზე

თბილისში, საბურთალოს რაიონში ხანძარია. ცეცხლი კარტოზიას ქუჩაზე, m2-ის საცხოვრებელ კომპლექსში გაჩნდა. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.კადრები „პრაიმტაიმს“  თვითმხილველმა მიაწოდა.დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვარკვევთ. 

ტრაგედია გორში

1784049569

სანთლები, ყვავილები, სათამაშოები... - გორში, ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ. ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა. 

დაპირისპირება

1783707118

VIDEO: დაპირისპირება RAF-ის პრესკონფერენციაზე - რა მოხდა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვის თანაგუნდელს შორის

თბილისში, RAF-ის პრესკონფერენციაზე, მერაბ დვალიშვილსა და სავარაუდოდ, უმარ ნურმაგომედოვის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ინფორმაციას ამის შესახებ La Gazzeta Georgia ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი მებრძოლის თანაგუნდელი მერაბთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა პრობლემა ჰქონდა უმარ ნურმაგომედოვთან.

ტრეფიკინგი

1782893514

შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომლის შედეგად 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები."სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების გატარებას", - აღნიშნულია განცხადებაში

კატა

1781505293

იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდა

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.სასაცილო ინციდენტი თურქეთის ქალაქ იზმირში, რუსული საბალეტო დასის საგასტროლო გამოსვლისას მოხდა. როგორც კადრებში ჩანს, ყველაზე კულმინაციურ მომენტში, როდესაც რომეო გარდაიცვალა, ჯულიეტა კი უკვე გაცოცხლდა და ისინი აკლდამაში არიან, კატამ „მკვდარი“ რომეოს თმით თამაში დაიწყო. მაყურებლები კი სპექტაკლის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში სიცილს ვერ იკავებდნენ. 

ქანიე

1781288169

წლის მთავარი მუსიკალური შოუ დინამო არენაზე - შთამბეჭდავი კადრები Kanye West-ის კონცერტიდან

ამ წუთებში, დინამო არენაზე მისული ადამიანებისთვის ამერიკელი მომღერალი, ქანიე უესტი დაუვიწყარ მუსიკალურ შოუს დგამს.დედამიწის სამ განზომილებიანი გრანდიოზული სფერო, სხვა სტადიონების მსგავსად, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზეც აღიმართა.კონცერტი „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ არის ორგანიზებული.ვარსკვლავის ანგარიშზე 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დიდი საკონცერტო გამოცდილებაა.კონცერტი ამერიკელი მომღერლის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

არუნ ხათრი

1781189718

„შეწყვიტეთ ამ 3 საკვების მიღება, თუ კუჭისა და ნაწლავების პრობლემები გაქვთ“ - არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს გამომწერებს ჯანმრთელობასთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ რჩევებს. ამჯერად ის კუჭ-ნაჭლავის პრობლემების  შესახებ საუბრობს და გამომწერებს იმ საკვების შესახებ უყვება, რომელიც აღნიშნული პრობლემის დროს არ უნდა მიიღონ.„თუ გაწუხებთ კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ნაწლავის დაავადებები, სამი საკვების მიღება აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ: ხორბალი და ხორბლის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები და მესამე არის ლექტინები, სადაც შედის შვრიის ფაფა. 6-7 თვე შეწყვიტეთ მათი მიღება და ნახავთ, როგორი შედეგი გექნებათ“, - ამბობს არუნ ხათრი.

ოლღა ბებია აღარ გვყავს

1780036260

VIDEO: „ოლღა ბებია აღარ გვყავს…“ - გარდაიცვალა ყველასთვის საყვარელი გურული ბებო, რომელიც საქართველომ გივიკო დიდიას სიუჟეტით გაიცნო

თბილი გულის, სიკეთისა და სიყვარულის მატარებელი ნამდვილი გურული ოლღა ბებია, ბლოგერმა გივიკი დიდიამ გააცნო და მთელ ქვეყანას შეაყვარა.მხიარული, სიცოცხლით სავსე ბებოს შესახებ გივიკო დიდიამ  სიუჟეტი მაშინ მოამზადა, როცა ოლღა 90 წლის იყო. ხალისით, მხნედ გამოიყურებოდა და გურული სახელდახელოდ სუფრის მასტერკლასიც ჩაგვიატარა.ასაკის მიუხედავად, ისე მხნედ გამოიყურებოდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე მალე დატოვებდა წუთისოფელს.„ამ სიუჟეტით გემშვიდობები, ჩემს გულში დარჩები სამუდამოდ” - წერს გივიკო და “რუსთავი-2”-ზე გასულ რეპორტაჟს აქვეყნებს.„როგორ ყველას გვიყვარდა ოლღა ბებია, სამწუხაროა, სასუფეველი დაუმკვიროს უფალმა“„როგორ მეწყინაა, გაანათლოს უფალმა მისი სული. როგორ ენერგიულად იყო, გივიკო რომ ესტუმრა...“„როგორი ვაჟკაცური და ყოჩაღი ქალბატონი იყო, ყარაჩოღელი შევარქვი, ნათელში იყოს“„რა თბილი ვიდეოა , ზურიკელა და ოლღა ბებია გამახსენდა კინოში ,რომ არის ნათელში ამყოფოს ღმერთმა“„რა კაია ასეთი კარგი ვიდეო რომ დარჩება მის ახლობლებს სამახსოვროდ“„გივიკო თქვენს სიუჟეტის გმირებს მართლაც ჩვენი ოჯახის წევრად ვთვლით. ძალიან მეწყინა ჟორა ბაბუას გარდაცვალება. ახლა ოლღა ბებიაც მიემატა. როდესაც შეგვიყვარდება ეს გმირები შემდეგ გულწრფელად გვწყინს მათი გარდაცვალება დრო მიდის კადრები რჩება

ნუცა შანშიაშვილი

1779383573

„ამ დღეებში დაიდება ძალიან ლამაზი სიმღერა...“ - ნუცა შანშიაშვილი პრემიერისთვის ემზადება

ნუცა შანშიაშვილი გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს. მუსიკოსი ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება, რომლის ავტორიც კომპოზიტორი სოფი რაფაელაა. მომღერალი სოციალური ქსელის მომხმარებლებს იმ ემოციაზე უყვება, რაც სიმღერის მოსმენისას დაეუფლა. „მთელი ჩემი ცხოვრება აწყობილია სიურპრიზებით, მოულოდნელი ამბებით და საერთოდ, ხელოვნება, თუ რამე შემიქმნია, ყველაფერი, ყოველთვის ხდებოდა სპონტანურად. გიყვებით 3 დღის წინანდელ ამბავს... მირეკავს გიორგი შალვაშვილი საქმესთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ, დავასრულეთ და მერე, მწერს უეცრად, რომ რაღაც სიმღერა უნდა ჩაგიგდო, შენ უნდა იმღეროო, შენი ხმა მესმის, რომ შენ გააკეთებ ამ სიმღერასო....მომდის სიმღერა, ჩავრთე, მოვუსმინე და გულ-ღვიძლი ამომიტრიალდა, ემოციამ შემიპყრო - დამამონა იმან, რასაც მოვუსმინე. ეს არის ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი, ბერძენი-ქართველი კომპოზიტორი სოფი რაფაელა, ტექსტის ავტორიც თვითონ არის - გადმომიგზავნა გამზადებული მუსიკა.პრემიერას დაელოდეთ, ამ დღეებში დაიდება ახალი სიმღერა, რომელიც ჩემ სულს შეეხო და მერე განვიხილოთ... დავდებ და გაგიზიარებთ ამ მაგარ, ქართულ, ძალიან, ძალიან ლამაზ სიმღერას „მათენდება“ -  ავტორი სოფი რაფაელა; ტექსტი, მუსიკა, ვოკალი ჩემი; არანჟირება დავით ალავიძე - დაგველოდეთ“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. ნახეთ, ვიდეო:

ბზიკები

1778616572

„ბზიკების“ გამოსვლა ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. პირველ ნახევარფინალში ასევე მონაწილეობს „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება.ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ტრადიციულად პირველი არხის ეთერში გადაიცემა.2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. ევროვიზიაზე წელს სულ 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

კვარას დუბლი

1777408287

VIDEO | ხვიჩა დაფრინავს - კვარამ ბაიერნს დუბლი შეუსრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნს მეორე გოლი გაუტანა და ანგარიში 4:2 გახადა.