„ცივი ამინდი, ღრუბელი და წვიმა“ - ამინდის განახლებული პროგნოზი
1793039690
რუსეთის მთავრობის მიერ ექსპორტზე კვოტების გაცემის შემდეგ რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები ოქტომბერში დიზელის საწვავის წარმოებას ზრდიან. ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაწყვეტილება კრემლსა და შეერთებულ შტატებს შორის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა.
ტრეიდერების განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან რუსეთის მთავრობამ დიზელის ექსპორტზე მოქმედ აკრძალვაზე გამონაკლისების დაშვება დაიწყო და კვოტები გასცა, რაც რუსეთს ტრამპთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საწვავის მიწოდების შესაძლებლობას აძლევდა.
წყაროების განცხადებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში რუსეთში დიზელის საწვავის დღიური წარმოება დაახლოებით 160 000 ტონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც სექტემბერში ის დღეში 175 000 ტონას შეადგენდა. თვის შუა რიცხვებში კი, ახალი საექსპორტო კვოტების მიღების შემდეგ წარმოებამ ზრდა დაიწყო და დღეში დაახლოებით 180 000 ტონას მიუახლოვდა.
ამავე წყაროების ცნობით, ოქტომბერში შიდა მოხმარება, როგორც წესი, დღეში დაახლოებით 140 000 ტონამდე მცირდება. მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ექსპორტისთვის დღეში, სულ მცირე, 40 000 ტონა დიზელი იქნება ხელმისაწვდომი, რაც თვეში ერთ მილიონ ტონაზე მეტია. წყაროების თქმით, ამ მოცულობიდან დაახლოებით 200 000-დან 300 000 ტონამდე შეიძლება მეზობელი ქვეყნებისთვის გახდეს საჭირო. ისინი ელოდებიან, რომ მთავრობა ექსპორტის აკრძალვას ძალაში დატოვებს და ექსპორტის რეგულირებისთვის კვოტებს გამოიყენებს, ამასთან, გააკონტროლებს შიდა ბაზარსა და წარმოების ცვლილებებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდიდა 300 000 მეტრულ ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, რაც დაახლოებით 2,25 მილიონ ბარელს შეადგენს. მისი თქმით, ნოემბერში რუსეთი დამატებით – 500 000 ტონას, ამის შემდეგ კი კიდევ ერთ მილიონ ტონას მიაწვდიდა. ტრამპის განცხადებით, რუსეთი დამატებით 3 მილიონ ტონა საწვავსაც მიაწვდიდა, რაც მისი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობაზე იქნებოდა დამოკიდებული. გარიგების ფარგლებში მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელსაც 40 000 ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს, ნიუ იორკისკენ 23 ოქტომბერს გაემართა.