„ოქროს ბურთის“ ათეული ცნობილია

კვარა

ცნობილია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეული, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ნომინანტები არიან: ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, როდრი, ფაბიან რუისი და ლამინ იამალი.

„ოქროს ბურთი“ ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ათეულში მოხვედრა ქართველი ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა საერთაშორისო ასპარეზზე.

✕