სიმსივნის 7 ადრეული სიმპტომი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
1793044620
საქართველოს ჩემპიონს ბოდიბილდინგში ქრისტინე წიკლაური პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობს. სამი შვილის დედამ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ წარუმატებელი ქორწინება გაიხსენა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელთა გადატანაც ოჯახში მოუწია.
„სიყვარულით გავთხოვდი, ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, რთულ რეალობას შევეჯახეთ. როგორც ჩანს, არ ვიყავი ოჯახისთვის შესაფერისი. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე, მექნებოდა იდილია. არ ვიყავი ექიმი, საერთოდ არ მქონდა განათლება, სკოლის გარდა და ეს იყო ხშირი მომენტი, რომელიც თვალში ხვდებოდათ. არ ვიყავი თავადების წარმომადგენელი და ალბათ, ეგეც იყო პრობლემა. უფრო მულისგან მესმოდა ეს ყველაფერი. მთელი ის პერიოდი, როცა ვიყავი ქორწინებაში, მჯეროდა რომ მე ის „ნაგავი” ვარ, რასაც მეუბნებოდნენ“, - ამბობს ქრისტინე წიკლაური.