„ცივი ამინდი, ღრუბელი და წვიმა“ - ამინდის განახლებული პროგნოზი
1793039690
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.
სასაცილო ინციდენტი თურქეთის ქალაქ იზმირში, რუსული საბალეტო დასის საგასტროლო გამოსვლისას მოხდა. როგორც კადრებში ჩანს, ყველაზე კულმინაციურ მომენტში, როდესაც რომეო გარდაიცვალა, ჯულიეტა კი უკვე გაცოცხლდა და ისინი აკლდამაში არიან, კატამ „მკვდარი“ რომეოს თმით თამაში დაიწყო. მაყურებლები კი სპექტაკლის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში სიცილს ვერ იკავებდნენ.