მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს.

კერძოდ, რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრობდა, როდესაც ორმა აქტივისტმა ამერიკის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოსვლა შეაწყვეტინა. ისინი ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიმართ მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. ორივე პირი დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა.

აქტივისტებმა მარკო რუბიოს დარბაზში შესვლამდეც გამოხატეს პროტესტი.

„შეწყვიტეთ გენოციდი“, „დაუწესეთ სანქციები ისრაელს“ და „დაიწყეთ ბავშვების კვება“ – სკანდირებდნენ აქტივისტები, როდესაც რუბიო სხდომაზე შედიოდა.