პროკურატურის განმარტებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი, სადაც საბა ჯიქია ფიგურირებს, ავთენტიკურია

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი, სადაც საბა ჯიქია ფიგურირებს, ავთენტიკურია - განმარტება პროკურატურაში გაკეთდა.

"საბა დიმიტრის ძე ჯიქია და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეო ფაილზე აღბეჭდილი პიროვნება, რომელსაც აცვია მონაცრისფრო ფერის შარვალი, მონაცრისფრო ფერის ზედა და რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს დანის მაგვარი საგანი და ფეხს ურტყამს წაქცეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, არის თუ არა ერთი და იგივე პირი?

დასკვნა: ზემოაღნიშნული კვლევები გვაძლევს საფუძველს დასკვნისთვის, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული, გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულებები იდენტურია ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 26.06.2006 წელს დაბადებულ საბა დიმიტრის ძე ჯიქიას სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტო გამოსახულებაზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების", - აღნიშნულია დოკუმენტში.

"საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი არის ავთენტიკური. მტკიცებულების სახით, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და მასზე ჩატარებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა", - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.