ლევან მაჭავარიანი საბა ჯიქიას საქმეზე: კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს. რაღაც აბსურდზეა საუბარი, თითქოს მონტაჟი მოხდა, როდესაც ნებისმიერ ეთერში, რომელიც არ უნდა გადაახვიო, ყველგან ერთი და იგივე ჩანს

ლევან მაჭავარიანი

კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს. რაღაც აბსურდზეა საუბარი, თითქოს მონტაჟი მოხდა, როდესაც ნებისმიერ ეთერში, რომელიც არ უნდა გადაახვიო, ყველგან ერთი და იგივე ჩანს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ტელეკომპანია „იმედის“ მისამართით, თითქოს არხმა ვიდეო, რომელშიც საბა ჯიქია ფიგურირებს, ფალსიფიცირებულია და ის კადრი, სადაც მას დანა უჭირავს, მონტაჟია.

„სასამართლოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ხდება სპეკულაციის საგანი ოპოზიციის და შემდეგ მათი გარე პატრონების მხრიდან. კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს. რაღაც აბსურდზეა საუბარი, თითქოს მონტაჟი მოხდა, როდესაც ნებისმიერ ეთერში, რომელიც არ უნდა გადაახვიო, ვინც ამას აშუქებდა, ყველგან ერთი და იგივე ჩანს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.