4 მილიონი ნახვა აქვს ვიდეოს, რომელმაც ცნობილი ბლოგერის გამომწერები აალაპარაკა - ექსტრემალური გართობა 7 წლის შვილთან ერთად

ექსტრემალური გართობა 7 წლის შვილთან ერთად

ამერიკელმა გარეტ გიმ, რომელიც სათავგადასავლო ბლოგერი და ჟურნალისტია, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც მაყურებელი ერთდროულად შეაშინა და შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს 4 მილიონამდე ნახვა აქვს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ბლოგერი საკუთარ 7 წლის ვაჟს, გართობის მიზნით კლდიდან წყალში აგდებს. ვიდეო კადრებს სოციალურ ქსელში ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კადრებში ჩანს, რომ ბიჭს წყალში გადახტომის ეშინია, თუმცა მამამ ის მაინც გადააგდო.

კადრები არიზონასა და იუტას შტატებს შორის მდებარე წყალსაცავის, პაუელის ტბის თავზე მდებარე კლდეზეა გადაღებული.

პატარა ბიჭის წყალში გადაგდების შემდეგ, ბლოგერის უფროსი ვაჟები წყალში თვითონ გადახტნენ.

ბლოგერის განმარტებით, მისი, როგორც მშობლის ფილოსოფია, ხაზს უსვამს უსაფრთხოებას, გამბედაობასა და კვლევას და ის ოჯახთან ერთად მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, რათა შვილებს ეს გამოცდილება მისცეს.