„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
გორში, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი 5 პირს წარუდგინა.
შემთხვევა 16 ივლისს გვიან ღამით მოხდა, როდესაც პოლიციამ ავტომობილის მართვისას გააჩერა არასრულწლოვანი. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა და მასთან ერთად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოიყენეს ცული და ცივი იარაღი. დაჭრილია 2 პოლიციელი.
"პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.