1752783948
შალვა პაპუაშვილი: კარგად გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნას ეხმაურება და განმარტავს, რა არის ქართული კანონის არსი.
„კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა.
რა არის "ოჯახური ღირებულებების" შესახებ ქართული კანონის არსი:
▪️კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. სქესი ბიოლოგიური მოცემულობაა და არა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ კაცს და ქალს შორის ქორწინებას.
▪️პირადობის მოწმობაში მიეთითება მხოლოდ ბიოლოგიური სქესი, და არა პირის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️არ დაიშვება ბაღებში, სკოლებში, მასმედიით ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა.
რატომ მოითხოვს ბრიუსელი "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონის სრულად გაუქმებას:
▪️კაცს უნდა შეეძლოს გახდეს ქალი და ქალს უნდა შეეძლოს გახდეს კაცი. სქესი არა ბიოლოგიური მოცემულობით, არამედ ადამიანის სურვილით უნდა იყოს.
▪️სახელმწიფომ უნდა დაუშვას კაცს და კაცს, ქალს და ქალს შორის ქორწინება.
▪️პირადობის მოწმობაში უნდა მიეთითოს ის სქესი, რომელსაც ადამიანი მოისურვებს.
▪️დაშვებული უნდა იყოს ბაღებში, სკოლებში, მასმედიაში ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა", - წერს პაპუაშვილი და აზიარებს გადაცემა „იმედი LIVE“-დან ფრაგმენტს, სადაც იგი აღნიშნულ საკითხზე საუბრობს.