ზარქუა: საქართველოს სჯიან იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. თურმე სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს და კალასის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან

ზარქუა

საქართველოს სჯიან, ხომ ვიცით რატომაც გვსჯიან. იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, „თურმე სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს და თვითონ, მაგალითად კალასის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და მილიონებს აკეთებს“.

„ბატონმა შალვა პაპუაშვილმა მშვენიერი ლუსტრაცია მოახდინა. მათ შორის, გრაფიკები გამოიტანა და თქვა, რომ მოლდოვა ყველა პუნქტით, ყველა ობიექტური რეიტინგით ჩვენზე გაცილებით უკან არის, საერთოდ ოცეულშიც კი არ არის. არასწორი პოლიტიკის შედეგად მინუსში გავიდა და დაწინაურებულია მოლდოვა და უკრაინა, მოლაპარაკებები გაუხსნეს ევროკავშირში, ხოლო საქართველოს სჯიან. ხომ ვიცით რატომაც გვსჯიან. იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. თურმე აქ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს და თვითონ, მაგალითად კალასის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და მილიონებს აკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.