1791316484
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.
მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა შვეიცარიელი აურელიენ ბონფერონი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად სლოვენიელ ნასე ჰერკოვიჩს შეხვდება.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.










