1791316484
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - 2500 ლარით დაჯარიმდა მალხაზ ქიმუცაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა განათლების მინისტრს
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დავით მახარაძის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს.
2500 ლარით დაჯარიმდა მალხაზ ქიმუცაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნათია გიგლემიანი აცხადებს, რომ პირს სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა 2500 ლარის ოდენობით.
"მალხაზ ქემუცაძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური თანამდებობის პირს, ბატონ გივი მიქანაძეს.
მის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რომელიც განჩინების წესების დაცვით გამოეგზავნოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდებოდა აღნიშნული პირის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, იგი ცნობილი იქნა სამართალდარღვევად თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით და დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით", - აცხადებს ნათია გიგლემიანი.










