ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს.

მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბი მიხაილო სიმინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

✕