„ცხენის წელი მოდის და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველაფერი მასზე“ – გოგა მანიას რჩევები
1760638561
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ექვს პირს ბრალი წაუყენა. მათ შორის ერთი, იურიდიული პირია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, 350 ათას დოლარამდე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა შემოიტანეს.
"საქართველოში შემოტანილი თანხა ბრალდებულებს, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით და მისი სახელის გამოყენებით, უნდა დაეკონვერტირებინათ კრიპტოვალუტაში და სახეცვლილი აქტივი, მისი განთავსების და მასზე საკუთრების უფლების დამალვის და შენიღბვის მიზნით, მათივე კონტროლის ქვეშ არსებული კრიპტო საფულეებზე გადაერიცხათ. გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმო, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. მათ შორის, სხვადასხვა კრიპტივალუტის ურთიერთგაცვლას, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რითაც ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ათეულობით მილიონი ლარის ეკვივალენტური ვირტუალური აქტივის უკანონო და უკონტროლო ტრანზაქციებს," - აცხადებს პროკურორი, გიორგი მიქელაძე.