„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს

ინგა მამუჩიშვილი

ყურადღება, მშობლებო! დღეს ჰაერის ხარისხი არაჯანსაღია (AQI 164 – PM2.5 მაღალი დონე), - ამ შინაარსის პოსტს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ავრცელებს.

„დღეს, თბილისში დაფიქსირებულია ჰაერის მძიმე დაბინძურება PM2.5 ნაწილაკებით — ეს არის მიკროსკოპული მტვერი, რომელიც ღრმად აღწევს ფილტვებში და სისხლშიც კი გადადის. რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან ბავშვები, ორსულები, ბრონქული ასთმით და გულ-ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონენი...

რა შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციამ:

ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება

ასთმის შეტევის პროვოცირება

ალერგიული რეაქციების გამწვავება

დაღლილობა, თავის ტკივილი

შეძლებისდაგვარად მოგაწვდით რეკომენდაციებს:

ქუჩაში თამაშები და ფიზიკური დატვირთვა შეზღუდეთ

ფანჯრები გააღეთ მხოლოდ ხანმოკლე დროით

ბავშვებს ჩაუტარდეთ ცხვირის სანაცია ფიზიოლოგიური ხსნარით

მიიღეთ ბევრი სითხე

შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი

გარეთ გასვლისას – N95/FFP2 ნიღაბი... კვება ჯანსაღი:

ხილი, ბოსტნეული, ომეგა-3, ბევრი წყალი

ეს მდგომარეობა დროებითია, მაგრამ ასეთი დღეების რეგულარულობა ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და განსაკუთრებით თქვენს ბავშვებზე,“ - წერს პედიატრი.