1783343393
ნინო ჩხეიძე ისრაელიდან მიმართვას ავრცელებს და არსებულ ვითარებაზე წერს
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. შეტაკებები უკვე მესამე დღეა გრძელდება.
ამჟამად ისრაელში იმყოფება მომღერალი ნინო ჩხეიძე. იგი ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული.
მომღერალი ამჟამად სასტუმროში იმყოფება და სიგნალის ჩართვის დროს თავშესაფარში ჩადის. იგი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
„მეორე დღეა ისრაელში ვართ. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის, გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის. ძირითადად ვართ სასტუმროს ლობში და ჩავდივართ თავშესაფარში, როდესაც გვესმის სიგნალის ხმა. სასტუმროდან არ გავდივართ. ჩვენთან მოდიან მეგობრები გასამხნევებლად“,- ამბობს ნინო ჩხეიძე.










