მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესს ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია.
ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, დღევანდელს სხდომაზე, ბრალდების მხარე სასამართლოს შესავალ სიტყვას მოახსენებს. გარდა ამისა, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარე სხდომაზე, სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის საკითხს დააყენებს.
"ბაჩანა ახალაიას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარე დღეს სასამართლოს მოახსენებს შესავალ სიტყვას. მიმოვიხილავთ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.
ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალების ათეულობით ტომი, რომელიც გაჯერებულია მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევასაც ბრალდების მხარე მოახდენს სასამართლო პროცესზე.
ბრალდების მხარის პოზიცია, ამ საქმესთან დაკავშირებით, არის უცვლელი - ვიშუამდგომლებთ პროცესის დახურულ რეჟიმში გაგრძელებას", - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.