ნინო წილოსანი: სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში

ნინო წილოსანი

სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

წილოსანის განცხადებით, „ომი გინდათ?“ კითხვა ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და შესაფერისია რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით.

„სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში ამიტომ, კითხვა რადიკალებს - „ომი გინდათ?“ - ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს,“- წერს ნინო წილოსანი.