ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის

ნოსტრადამუსი

მე-16 საუკუნის ფრანგი ასტროლოგის, ექიმის, ფარმაცევტისა და ალქიმიკოსის წინასწარმეტყველებასაც ბევრი ადამიანი ენდობა.

2026 წლისთვის ნოსტრადამუსის რამდენიმე წინასწარმეტყველებიდან ციტატებს Daily Mail ავრცელებს:

"როდესაც მარსი ვარსკვლავებს შორის იმეფებს (გაივლის),

ადამიანის სისხლი საკურთხევლებს შეღებავს.

აღმოსავლეთის მხრიდან სამი ცეცხლი აინთება,

დასავლეთი სიბნელეში იქნება ჩაფლული (დასავლეთი დაკარგავს თავის სინათლეს)."

როგორც ინტერპრეტატორები ამბობენ, ნოსტრადამუსი "მარსში" ომს გულისხმობს. მარსს სწორედ ომის ღმერთად მოიხსენიებენ. ასევე, ინტერპრეტაციის თანახმად, ომი ისეთი სასტიკი და დამანგრეველი იქნება, რომ სისხლი საკურთხევლებსაც კი შეღებავს.

მეორე ნაწილს რაც შეეხება, აქ ინტერპრეტატორების აზრები იყოფა. ზოგი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნები ელექტროენერგიის გათიშვითა და პირდაპირი სიბნელით ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან. მეორე მხარე თვლის, რომ დასავლეთი გლობალურ გავლენას დაკარგავს და ამ სიტყვებში სწორედ ეს იგულისხმება.

"დიდი ომის შვიდი თვე. ხალხი სისასტიკისგან დაიღუპება..." - დიდი ხანია, ინტერპრეტატორები ამ სიტყვებზე მსჯელობენ და ევროპაში ომის გააქტიურებაზე მიანიშნებენ.

"შვიდჯერ ნახავთ, როგორ შეიცვლებიან ბრიტანელები. ტემზა სისხლითაა დაფარული. საფრანგეთი ამას გერმანიის მხარდაჭერით გადარჩება." - აქ კი ევროპის ქვეყნებში კრიზისი და დაძაბულობა იგულისხმება.

წინასწარმეტყველების თანახმად, ხანგრძლივი ომი არმიას დაასუსტებს და ფინანსურ კრიზისსაც გამოიწვევს. ინტერპრეტატორები ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისი ამერიკასა და დოლარზე დაფუძნებულ დასავლურ სისტემებსაც შეეხება.

"კოსმოსიდან ცეცხლოვანი ბურთი ამოვა, ბედისწერის მაცნე. დედამიწის ბედი, მეორე შანსი".

ბევრი ამ სტრიქონებს კომეტის ან ასტეროიდის მოახლოებასა და ეკოლოგიურ საფრთხეებს უკავშირებს. ზოგიერთი კი თვლის, რომ ნოსტრადამუსი ბირთვულ აფეთქებებს და ზოგადად, ბირთვულ ომს გულისხმობს, რაც დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს.