როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ სიყვარული, იღბალი და ფინანსები მოვიზიდოთ - ეზოტერიკოსის რეკომენდაცია

ნინა სუსლოვა

როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ სიყვარული, იღბალი და ფინანსები მოვიზიდოთ - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.

„მათ, ვისაც სურს სიყვარულის, წარმატების მოზიდვა, თუ აქვთ პრობლემები ურთიერთობაში, უნდათ მეტი ჰარმონიის შეტანა, ნაძვის ხე 15 დეკემბერს უნდა მორთონ. ვისაც მეორე ნახევრის პოვნა უნდა და ჯერ არ ჰყავს, ეს დღე ამ კუთხითაც იდეალურად გამოგადგებათ.

ვინც მზად არის რადიკალური ცვლილებებისთვის, ვისაც მობეზრდა წარსული, რუტინული მდგომარეობა და მზად არის ახალი ნაბიჯებისთვის, ასევე, მათი სივრცე სურთ იყოს დაცული, ვურჩევ, 21 დეკემბერს დადგან ნაძვის ხე. 

ადამიანები, რომლებიც კომფორტის ზონაში იმყოფებიან და მოსწონთ ის მდგომარეობა, როგორც არიან, 24 დეკემბერი არის იდეალური იმისთვის, რომ სიმყარე და სტაბილურობა შეინარჩუნონ.

მათ, ვისაც სურს კეთილდღეობის მოზიდვა, ასევე, ჯანმრთელობის გაძლიერება და რაღაც გარკვეული წარმატების შემოტანა ოჯახში, სახლში - 25 დეკემბერს უნდა დადგან ნაძვის ხე. 

რაც შეეხება ფინანსებს, ამისთვის იდეალური არის 26 დეკემბერი. რადგან ეს დღე ეხმარება იმაში, რომ ფინანსური ენერგია უფრო გაძლიერდეს და უფრო მარტივად მოხდეს ფინანსების შემოდინება.

სასურველი ადგილი ნაძვის ხის დასადგმელად აღმოსავლეთი, ან სამხრეთ-აღმოსავლეთი სექტორია.

ფერები: ოქროსფერი და წითელი ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ნარინჯისფერი და კრემისფერი სათამაშოები“, - ამბობს ეზოტერიკოსი.