„ბავშვმა შეიძლება დაიძინოს და ამ მდგომარეობით გაიღვიძოს...“ - ლოგოპედი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

ლოგონევროზი

ლოგონევროზი და ენის ბორძიკი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ბავშვებსა და მოზარდებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ შეიძლება, დაძლევა, ლოგოპედი თამარ ცერცვაძე საუბრობს.

მისი თქმით, ლოგონევროზი თანდაყოლილი პრობლემა არ გახლავთ. ეს დაავადება არ არის.

"კარგად ისაუბრე!", "რატომ ბორძიკობ?" - ზოგადად, ასეთი საუბარი არ შეიძლება. სტრესმა შეიძლება, პრობლემის პროვოცირება მოახდინოს. თუმცა, შეიძლება, დიდი სიხარულის ფონზეც განვითარდეს ან უბრალოდ ბავშვმა დაიძინოს და ამ მდგომარეობით გაიღვიძოს... სიზმარი არ მოეწონოს და აი, ამიტომ. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. ასევე, სკოლასა და ბაღში მისვლის პერიოდიც შესაძლოა, მისთვის ძალიან ემოციური იყოს. ბაღში შეიძლება, კარგად მოსაუბრე ბავშვი მიიყვანონ და ენაბორძიკობით გამოიყვანონ.

ეს პრობლემა შესაძლოა, დიდ ასაკშიც განვითარდეს. სრულიად შესაძლებელია, სტრესის ფონზე ენაბორძიკი ყველა ადამიანს დაემართოს,- აღნიშნავს ლოგოპედი.