პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
1786878413
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ბრალდებით, თბილისში, დაკავებულ სამი პირს შორის ერთ - ერთი, პარტია "ლელოს" წევრის მანანა ღვინჯილიას ვაჟია.
როგორც ირკვევა მან სხვა თანამზრახველებთან ერთად ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღება აიძულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.