წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1781550252
თბილისში, სისხლიანი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ქურდიანის ქუჩაზე გვიან ღამით, მე-7 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოაგდეს. იყო გასროლა. დაჭრილია ერთი პირი.
ადგილობრივების, თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის ცხედარი, რომელიც მიწაზე ეგდო.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.