დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და 645 000 ლარი მიისაკუთრა - დაკავებულია ერთი პირი

 შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულებისთვის, ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა, ჯამში 645 000 ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს", - აღნიშნულია სსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.