1791274912
ქალმა სასტუმროს ნომერში YouTube-ის დახმარებით მარტომ იმშობიარა (უცხოეთი)
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ თურქეთში სასტუმროს ნომერში YouTube-ის დახმარებით იმშობიარა. ამის შესახებ თია ფრიმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ნაადრევი მშობიარობა მას სტამბოლში დაეწყო. მან გადაწყვიტა ექიმის დახმარების გარეშე ემშობიარა და ამისთვის YouTube-ის ინსტრუქციას მიჰყვა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მივიდა, რათა დარწმუნებლიყო რომ არც მას და არც ბავშვს საფრთხე არ ემუქრებოდა.










