მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1791232257
მოდელ ნეკა დოროყაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. როგორც მან „თბლისელებთან“ თქვა, მილანის მოდის გაიცნო კაცი, რომელიც მისი რჩეული გახდა და ხელი სთხოვა.
„სხვათა შორის, საქართველოში ამ ადამიანთან ერთად ვბრუნდები. მოდის კვირეულის შემდეგ აფთერფართიზე ერთად წავედით არმანის რესტორანში. იქ მნახა და ამის მერე ერთად ვართ. არასდროს შემხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. თან, მეგონა, რომ უბრალოდ, სხვა ეროვნების მამაკაცთან არ მექნებოდა ის ემოცია და სიახლოვე, რაც შეიძლება, ქართველთან მქონოდა.
ამ ადამიანმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ასე რომ, მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა.
ზოგი ამბავი ისე იწყება, თითქოს, ზღაპრის პირველი გვერდი თავისით გადაიშალა. მან, როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა. ხომ არის ეს ზღაპრის დასაწყისი? ჩვენ ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება,“ - თქვა დოროყაშვილმა.