მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1791232257
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა წერს, რომ დღეს მის შვილს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩაებარებინა და ბრალდებულის ოჯახს მიმართავს.
როგორც ეკა მხატვრიშვილი აღნიშნავს, მისი ერთადერთი იმედი ახლა სამართლიანობის აღდგენაა.
„დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი იმედით ელოდა. მაგრამ დღეს ეს ჩემთვის სიხარულის დღე აღარ არის…მკვლელმა ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია. მე როგორც დედას [დედასთან] კითხვა მაქვს რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი?ჩემი შვილის სიცოცხლე ვერაფერი დამიბრუნებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენაჩემი ერთადერთი იმედია.ჩემო სუნთქვა დათო დე დედა არასოდეს დაგივიწყებს. შენ ცხოვრების ყველაგამოცდა კაცურად ჩააბარე “, – წერს ეკა მხატვრიშვილი.