ეს სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე მიუთითებს - ენდოკრინოლოგი განმარტავს

ფარისებრი ჯირკვალი

„დილის ლაივის“ ეთერში ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა მაყურებელს განუმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, ექიმმა ეჭვი მიიტანოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე: 

„დაღლილობა, მოდუნება, მსუბუქად წონაში მომატების ტენდენცია, სიცივის აუტნალობა, მშრალი კანი, თმის ცვენა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, ცოტა შეკრულობის ნიშნები, პულსს თუ დავითვლით და ცოტა ბრადიკარდიულია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე...“ 

 

✕