გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გამოცემის ცნობით, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. თანასოფლელმა მათ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა. არაოფიციალური ინფორმაციით ბრალდებული დაკავებულია. დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.