1793903557
„ნატა ვიბლიანის საქმეზე ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა...“ - ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს
ნატა ვიბლიანის საქმეზე ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ამის შესახებ ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კაკაბაძე საქმის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
„ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები.
პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოჰყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ.
დიდი მადლობა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის!“, - წერს ტარიელ კაკაბაძე.











