„ვინ იფიქრებდა, რომ შენი 25 წლის იუბილე შენი უკანასკნელი დღე იქნებოდა ამქვეყნად…“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

ნუკრი კილაძე

თბილისში, ტრაგიკულად დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას გლოვობენ. 

„ჩემო ტუკა... ჩემო გულო, ჩემო პირველო ნათლულო…  

25 წლის წინ დაიბადე და იმ დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდი. დაბადებიდან ერთად მოვდიოდით, შენს გაზრდას ვუყურებდი, შენს თითოეულ სიხარულს ვიზიარებდი და შენი ყოველი მიღწევით უსაზღვროდ ვამაყობდი. სულ სიამაყით ვაზიარებდი შენს წარმატებებს, რადგან შენ ჩემი განსაკუთრებული ბიჭი იყავი…

ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დღე, როცა შენს ფოტოს სიამაყით კი არა, ცრემლებითა და გულისტკივილით გავაზიარებდი… ვინ იფიქრებდა, რომ შენი 25 წლის იუბილე შენი უკანასკნელი დღე იქნებოდა ამქვეყნად…
25 წლის წინ მოევლინე ამ სამყაროს, 25 წლის იუბილეზე კი ცაში გაფრინდი… დაბადება და გამოსამშვიდობებელი ერთი დღე… ღმერთო, რა სასტიკია ეს რეალობა…

როგორ უნდა დავიჯერო, რომ ვეღარ დაგინახავ, ვეღარ ჩაგეხუტები, ვეღარ გეტყვი, როგორ მიყვარხარ? ეს უსაზღვრო მონატრება რით უნდა მოვიკლათ? როგორ უნდა შევეგუოთ შენს გარეშე ცხოვრებას?

ნათლიას გულში ყოველთვის ის პატარა ბიჭი დარჩები, რომლის დაბადებიდანაც მისი ცხოვრების ნაწილი იყავი. დღეს კი მხოლოდ მოგონებები, შენი ღიმილი და უთქმელი სიტყვები დამრჩა…

ჩემო ნუკრი, ნეტავ კიდევ ერთხელ შემეძლოს შენთვის მეთქვა, როგორ ვამაყობდი შენით და როგორ ძალიან მიყვარდი…

არ გემშვიდობები, ჩემო ბიჭო… უბრალოდ ვეღარ მოგწვდები ხელით, მაგრამ გულით ყოველთვის ჩემთან ვიქნები 
გაფრინდა ჩემო ანგელოზო… ნათლიას პირველი ნათლული   მიყვარხარ უსასრულობამდე…“, - წერს სოციალურ ქსელში ნორკა გოგსაძე.

✕