ვიდეოები

1793170915

ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.შეხვედრა გაიმართა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში.მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანი ასევე იყო დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებლად.შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას.პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/ka/info/b3e4bbf2-3323-42e4-b4b7-851799173862. 

შეხვედრა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ბასლაინი

1788537981

ჯარიმა 500 ლარია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით

ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება.წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.შესაბამისი ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა.„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც ერთის მხრივ, ქალაქში საცობების შემცირებისკენ იქნება მიმართული. მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო მანქანები დიდი მოცულობით ივლიან და შესაბამისად ხარჯები შემცირდება, ეს სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.უფრო კონკრეტულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად განისაზღვრება.კერძოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: - 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

სხვა სიახლეები

ლოცვა

საზოგადოება • 1794347652

სავედრებელი ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში უნდა წაიკითხოთ

უძლიერესი ლოცვა დახმარების სათხოვნელად – არის სიტუაციები, როცა ხელს ვიქნევთ და სასოწარკვეთილს მხოლოდ ტირილი გვინდა. ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა და წინსვლა საჭირო არაა. ლოცვა სწორედ ამ მომენტებისთვის არსებობს, რომ არ დანებდეთ და უფლის მხარდაჭერა მოიპოვოთ. უფლის დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდებით. მთავარია, გულწრფელად ილოცოთ და სიტყვები გულიდანწარმოთქვათ.„მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა. უფალო, იესუ ქრისტე, ძეომხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცაერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.“ლოცვა დღითი-დღე სათქმელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ. ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა:„უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა. მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე დაგანმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა დამიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.“

ამინდი თოვლი

საზოგადოება • 1794347512

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – როდის გამოიდარებს

საქართველოში უახლოეს დღეებში შედარებით გრილი, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 ნოემბერს ტემპერატურა დაბალი იქნება, კვირის მეორე ნახევრიდან კი ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში დათბება.თბილისში 11 ნოემბერს დღისით დაახლოებით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +1-დან +2 გრადუსამდე დაიკლებს.12 ნოემბრიდან დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +15 გრადუსს მიაღწევს.13-14 ნოემბერს თბილისში შედარებით თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი კვლავ საგრძნობლად აცივდება.ამრიგად, უახლოეს დღეებში ამინდი თანდათან გაუმჯობესდება, თუმცა დილისა და ღამის საათებში სიცივე კვლავ შენარჩუნდება.

11

ასტროლოგია • 1794346966

11:11 პორტალი - რა უნდა გავაკეთოთ 11 ნოემბერს და რატომ მიიჩნევა ეს თარიღი განსაკუთრებულად

11 ნოემბერი, იგივე 11.11, ნუმეროლოგიასა და ეზოტერულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღად მიიჩნევა. უცხოური გამოცემების ცნობით, ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სურვილების ჩაფიქრებას, ახალი მიზნების დასახვასა და ცხოვრებისეული ცვლილებების დაგეგმვას.გამოცემა The Times-ის 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 2026 წლის 11 ნოემბერი ე.წ. „11/11 პორტალს“ უკავშირდება. ნუმეროლოგიური განმარტებით, რიცხვი 11 ინტუიციის, შთაგონების, სულიერი განვითარების და ახალი შესაძლებლობების სიმბოლოდ მიიჩნევა.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საათს 11:11 - გავრცელებული რწმენის თანახმად, ამ დროს ჩაფიქრებული სურვილი და ჩამოყალიბებული განზრახვა განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას იძენს.გამოცემა Farmers’ Almanac-ის 5 ნოემბრის განახლებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 11:11-ის დანახვისას სურვილის ჩაფიქრების ტრადიცია ბევრისთვის იღბალსა და ახალ დასაწყისებთან ასოცირდება. ნუმეროლოგიურ ინტერპრეტაციაში ოთხი ერთიანი ახალი ეტაპის დაწყებისა და საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ განიხილება.რა უნდა გავაკეთოთ 11 ნოემბერს?ეზოტერული პრაქტიკის მიმდევრები ამ დღეს რამდენიმე რიტუალს გვთავაზობენ:ჩამოწერეთ 11 სურვილი ან მიზანი, რომელთა განხორციელებაც გსურთ.დაფიქრდით სიყვარულზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე, კარიერასა და პირად განვითარებაზე.გამოყავით დრო მადლიერებისთვის და ჩამოწერეთ ის, რაც უკვე გაქვთ.11:11 საათზე რამდენიმე წუთით შეჩერდით და წარმოიდგინეთ სასურველი მომავალი.განსაზღვრეთ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც საკუთარი მიზნის მისაღწევად შეძლებთ.რატომ არის 2026 წლის 11 ნოემბერი განსაკუთრებული?ნუმეროლოგიური გამოთვლით, 2026 წლის ციფრების ჯამი ერთამდე დაყვანისას 1-ს იძლევა, რაც ამ ტრადიციაში ახალი დასაწყისის, დამოუკიდებლობისა და ინიციატივის სიმბოლოა. თავად თარიღის სრული ციფრების ჯამი კი 5-ს შეადგენს, რომელსაც ცვლილებებსა და თავისუფლებას უკავშირებენ.2026 წლის 11 ნოემბერი ოთხშაბათს ემთხვევა. მათთვის კი, ვინც ამ თარიღს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ის შეიძლება ახალი მიზნების დასახვისა და ცვლილებების დასაწყებად სიმბოლურ შესაძლებლობად იქცეს.

მკ

საზოგადოება • 1794346437

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს: „მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში – SERVICE AGENCY რეგისტრირებულ პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ  მართვის მოწმობის დისტანციურად შეცვლისა და აღდგენის სერვისით.დისტანციური წესით მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოხდება:🔹 თუ მოწმობის გაცემიდან გასულია 10 წელზე მეტი;🔹 თუ პირს მოწმობა მიღებული აქვს 17 წლის ასაკში და გასულია 4 წელი."

ლარი და დოლარი

ფინანსები • 1794346246

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9111 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9041 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 ლარი შეადგინა.

✕