ნიუ ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა - ვრცელდება კადრები

შეჯახება

ნიუ ორლეანის პორტში, მდინარე მისისიპზე ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ტანკერი Atlantic Asphalt-ი ნაპირთან მდგარ გემ American Heritage-ს შეეჯახა. გემი კომპანია American Cruise Lines-ს ეკუთვნის.

შემთხვევის ადგილზე პორტის პოლიციის, ნიუ ორლეანის სახანძრო სამსახურისა და პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ. სანაპირო დაცვამ მდინარის ერთი მონაკვეთი ყველა გემისთვის დახურა.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი და რამდენი ადამიანი დაშავდა, ჯერ დაზუსტებული არ არის. პორტის განცხადებით, პრიორიტეტი მგზავრების, ეკიპაჟისა და მაშველების უსაფრთხოებაა.

 

✕