გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპას მორალურად და ეკონომიკურად ფიტავს, რის გამოც ევროკავშირი კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში აქტიურად უნდა ჩაერთოს.
ამ საკითხზე პელეგრინიმ „ვიშეგრადის ოთხეულის“ (V4) - სლოვაკეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის - პრეზიდენტების სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
შეხვედრის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში V4-ის ქვეყნების ლიდერებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას და ყურადღება გამახვილეს ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე.
„ეს ომი ევროპას მორალურად და ეკონომიკურად ფიტავს. მილიარდები, რომლებიც აგრესორისგან თავდაცვაში უკრაინის დასახმარებლად არის საჭირო, საბოლოო ჯამში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საავადმყოფოებს, სკოლებსა და ინფრასტრუქტურას აკლდება“, - განაცხადა პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე.
სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპულ ქვეყნებში ფინანსური რესურსების ნაკლებობა ცხოვრების გაძვირების გამო დაწყებული პროტესტების პირდაპირი შედეგია. მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ევრო იხარჯებოდეს გამომფიტველ ომზე და ამავდროულად არაფერი კეთდებოდეს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისთვის.