ვაკეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ვრცელდება

პოლიციის სირენა

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანი. 

მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.

სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

✕