კიბოს ახალმა საწინააღმდეგო ვაქცინამ 15 პაციენტს სიმსივნე სრულიად გაუქრო
1780594091
გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო გაიმართა ქობულეთში.
ღონისძიება გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73 წლისთავს მიეძღვნა და მასში მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. კონცერტს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, კულტურის სფეროს და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გურამ თამაზაშვილის განსაკუთრებულ წვლილს ქართული მუსიკალური კულტურისა და ფოლკლორული ტრადიციების განვითარებაში.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გურამ თამაზაშვილი ქართული სიმღერის და მუსიკის გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომლის შემოქმედებამ და განსაკუთრებულმა შესრულების მანერამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ მრავალხმიანობაში.
საღამო გურამ თამაზაშვილის 73 წლის იუბილეს მიეძღვნა და შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები მისი რეპერტუარიდან. ღონისძიების ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გურამ თამაზაშვილის განსაკუთრებულ წვლილს ქართული მუსიკალური კულტურისა და ფოლკლორული ტრადიციების განვითარებაში.