ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა "არსენალს" პენალტების სერიაში სძლიადა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
მატჩის შემდეგ ზეიმისას პარიზელთა ფეხბურთელებს სათხილამურო სათვალეები ეკეთათ და Tribuna-მ ამის მიზზე სტატია გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ სათხილამუროდ და ცურვაში ფართოდ გამოყენებული სათვალე პირველად პროფესიულ სპორტში აშშ-ში გამოჩნდა. განსაკუთრებით, ბეისბოლში 1986 წელს, როდესაც "ნიუ-იორკ მეტსის" პიტჩერმა ბობი ოხედამ ის მსოფლიო სერიის გამარჯვების შემდეგ გაიკეთა.
ეს ტენდენცია ათწლეულების შემდეგ, 2019 წელს გაგრძელდა, როდესაც NBA-ს ჩემპიონმა "ტორონტო რეპტორსმა" ისინი ტიტულის ზეიმის დროს გამოიყენა, სანამ თანდათანობით MLS-სა და WNBA-ში გავრცელდებოდა. ამ სათვალით სპორტსმენები თვალებს შამპანურის სპრეისგან და ბოთლის საცობებისგან იცავენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ, მაგრამ აღნიშნული სათვალე ბოლო პერიოდში აღნიშვნისას ერთგვარი ტენდეცია გახდა.