„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1780343271
გია ჯაჯანიძე სკანდალური ეთერის შესახებ საუბრობს, სადაც იტალიელი ვარსკვლავის, ორნელა მუტის სახელი შეეშალა და ნანიკო ხაზარაძემ მას შეცდომა შეუსწორა, შემდეგ კი ხელი მსუბუქად გაჰკრა. ამის შემდეგ ნანიკომ „იმედი“ დატოვა.
გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ ნანიკო ხაზარაძე ამ ინციდენტით თავად არის შეწუხებული: „შეცდომა ყველას მოსდის. ღმერთმა ამაზე მეტი შეცდომა არ დამაშვებინოს ცხოვრებაში. ეს იყო მექანიკური შეცდომა. ნანიკო ხაზარაძემ პროფესიონალია და ძალიან კარგი ადამიანია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩვენ შორის პატარა წალაპარაკებასაც ვერ იპოვით. იმ წუთში ეთერში რაც მოხდა, ჩემი დაბნეულობა იყო მიზეზი. მე ვიცი, როგორც იყო. პატარა ბავშვს რომ ეტყვი, შენ ჩაქრიო, ზუსტად ეს ჟესტი იყო, მაგრამ ამას ხალხს ხომ ვერ გააგებინებ? მერე ჩვენ, ყველამ ერთად ვიცინეთ ამ თემაზე“.
გია ჯაჯანიძე ინტერვიუში იხსენებს, რა უთხრა მას ორნელა მუტიმ ეთერის დასრულების შემდეგ:
„კომპლიმენტები ვუთხარით ერთმანეთს. ძირითადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოთი აღფრთოვანებული იყო… 3-4 დღე იყო აქ და საქართველო ძალიან მოეწონა… ჩვენთან რომ მოვიდა, პირველი, რაც გავაკეთე, ტელეფონი გავხსენი და ვაჩვენე სახლის შესასვლელში გაკრული მისი დიდი პლაკატი. გაგიჟდა სიხარულისგან“.