ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა.
დაღუპულია 21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო. ის მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
დაღუპულს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან: ,,ვერ ვიჯერებ... დაგვამუნჯა, საგვარეულო, ჯიში, გვარი, სოფელი თუ ახლობლები".
,,ვაიმე, სოსიკო, ასე გეძახდა დედაშენი, რა ქნას ახლა უშენოდ?".
,,ანგელოზო შვილო, როგორ გაუძლონ შენმა მშობლებმა ამ ტკივილს?"
,,საამაყო და სამაგალითო შვილო, დაგვამუნჯე...".
,,ჩვენო სიმპათიურო შვილო, წარმოუდგენელია უშენობა", - წერენ სოციალურ ქსელში.