1780775186
„რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული დავით ლომიძე გახდა
საქართველოს პირველი არხის ეთერში პროექტ „რანინას“ გრანდიოზული ფინალი გაიმართა.
„რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული 9 წლის დავით ლომიძე გახდა. დავით ლომიძე საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარადგენს.
პროექტის ფინალში, დავით ლომიძესთან ერთად, ლილიანა ჩაჩანიძე და გიორგი ნასყიდაშვილი მონაწილეობდნენ.
ფინალურ ტურში კონკურსანეტბმა რევაზ ლაღიძის უკვდავი მელოდიები შეასრულეს. მუსიკალური ვერსიების ავტორია მაესტრო ზვიად ბოლქვაძე.
საბავშვო ევროვიზია 2026 მალტაში 24 ოქტომბერს ჩატარდება.












