აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც უჯრედებს ახალგაზრდობას უბრუნებს - გერმანელი მეცნიერების სენსაციური კვლევა

სიბერეც

გერმანიაში დაბერების ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ასაკთან ერთად უჯრედული ენერგიის შემცირება დაკავშირებულია ფოსფატიდილქოლინთან, უჯრედის მემბრანის ლიპიდთან. როგორც ჟურნალი Science Daily იუწყება, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მიტოქონდრიები კარგავენ ეფექტიანობას მათი მემბრანების დრეკადობის (მოქნილობის) შემცირების გამო, რაც იწვევს ფრაგმენტაციას და ფუნქციის დარღვევას.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, მარია ერმოლაევამ განმარტა, რომ ენერგიის გამომუშავება გრძელდება, თუმცა ის ნაკლებად სტაბილური ხდება, თავად ენერგია კი ვეღარ ნაწილდება მოქნილად. უჯრედები კარგავენ მეტაბოლურ პლასტიკურობას, დატვირთვებთან სწრაფი ადაპტაციის უნარს.

თუმცა, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ პროცესის შენელება შესაძლებელია. რაციონში ფოსფატიდილქოლინის ან მისი წინამორბედის, ქოლინის დამატებამ სულ რაღაც ორ დღეში აღადგინა მიტოქონდრიების სტრუქტურა „ახალგაზრდულ“ მდგომარეობამდე. ეს მეთოდი ეფექტიანი აღმოჩნდა მაშინაც კი, როდესაც თერაპია საშუალო და ხანდაზმულ ასაკში დაიწყო.