„თუ ხელისუფლება ამყარებს ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატიას და ამ ქვეყანას აყენებს რუსული ინტერესების სამსახურში, ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა მეთოდით და არა პარლამენტში შესვლით“ - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

თუ ხელისუფლება ამყარებს ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატიას და ამ ქვეყანას აყენებს რუსული ინტერესების სამსახურში, ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა მეთოდით და არა პარლამენტში შესვლით", - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, "ლელო" არ ამბობს, რომ თვითმიზანია საკრებულოებში შესვლა, მანდატების მოგროვება და პოლიტიკურ პროცესში შესვლა.

„საზოგადოებამ დააფასა ის, რომ ეს პოლიტიკური ვითარება არ მოხდა ლეგალიზებული პოლიტიკური პარტიების მიერ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არაფრად არ ცნობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ამაზე მგონი, ვერ ვიდავებთ, იმიტომ რომ ეს ცალსახა ფაქტია.

არ დაგვიწყია საკრებულოში შესვლაზე ფიქრი. "ლელო" არ ამბობს, რომ ჩვენი თვითმიზანია საკრებულოებში შესვლა და იქ მანდატების მოგროვება და ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლა. ჩვენი მიზანი არის, რომ პირველ რიგში, მოვუწოდოთ ჩვენს კოლეგებს, იცით რომ ჩვენ რამდენიმე თვეა, ხელისუფლების მიერ შემოგდებულ ამ თემაზე გვაქვს ძალიან მარტივი რეაქცია, ჩვენ არ შევდივართ ამ თემაში, იმიტომ რომ მიგვაჩნდა, რომ ეს თემა არ იყო საინტერესო, ეს თემა აწყობდა მხოლოდ ივანიშვილს", – ამბობს თაზო დათუნაშვილი.

აქვე, თაზო დათუნაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ  "თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ".

„თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა ძალიან მარტივი პოზიცია, ამაზე არ ვლაპარაკობდით, იმიტომ, რომ ეს აწყობდა მხოლოდ ივანიშვილს. როდესაც მოვიდა რეალურად მომენტი კალენდრულად, როცა ამაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ძალიან ღიად და პირდაპირ კოლეგებს ვუთხარით, რომ მოდი ვიმსჯელოთ იმაზე, შეიძლება თუ არა ამ არჩევნების გამოყენება ინსტრუმენტად იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც ვართ და ეს ბრძოლა არის მრავალწახნაგოვანი“, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.