1750081560
ირანში სკოლები დახურეს, ისრაელში კი ყველა სასწავლო დაწესებულბა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ირანში სკოლები დახურეს და გამოცდები გადაიდო. როგორც ირანის განათლების სამინისტროში განაცხადეს, ქვეყნის მასშტაბთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია განსაკუთრებულ განკარგულებამდე.
ასევე გადაიდო ყველა დაგეგმილი გამოცდა. გამოცდების ახალი თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.
აღსანიშნავია, რომ გამოცდები გაუქმდა ისრაელშიც, ხოლო ყველა სასწავლო დაწესებულბა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.